სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ 2025
22-23 სექტემბერს, ბათუმში სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ გაიმართება
ულამაზესი საშემოდგომო დეკორაციებით გაფორმებულ ევროპის მოედანზე მთიანი აჭარა თავისი კულტურით, კულინარიით, ტრადიციებითა და რეწვის დარგებით იქნება წარმოდგენილი
კოსტიუმირებული მსვლელობები
კულინარიული სივრცე აჭარული, მეგრული და სვანური სამზარეულოთი
კულინარიული მასტერკლასები და შეჯიბრებები
ქარგვის მასტერკლასები
აჭარული ეთნოგრაფიული სივრცე
პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა
ფესტივალის სტუმრების განწყობაზე მოწვეული და ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები და ბენდები იზრუნებენ